ფეხბურთის წრე

ევროპულ სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ფიზიკურ განვითარებას. სკოლას აქვს მწვანე ხელოვნურსაფარიანი მოედანი, რომელზეც ვარჯიშები მაღალკვალიფიციური მწვრთნელების მეთვალყურეობით მიმდინარეობს.

სკოლაში ტრადიციად იქცა საფეხბურთო ჩემპიონატების გამართვა მოსწავლეთა ნაკრებ გუნდებს შორის, ასევე იმართება ღია საფეხბურთო ჩემპიონატი მშობლებსა და თანამშრომლებს შორის, რომელშიც მთელი სკოლა აქტიურად არის ჩაბმული.

2011 წლიდან ევროპული სკოლისა და თბილისის მერიის ხელშეწყობით საფუძველი ჩაეყარა ევროპული სკოლის ტრაგიკულად დაღუპული მოსწავლის, ივიკო ჭელიძის სახელობის ტურნირს. ტურნირში ევროპული სკოლის მოსწავლეების გარდა მონაწილეობას იღებს საფეხბურთო სკოლა ოლიმპის რამდენიმე გუნდი. 2011 წელს ტურნირის გარდამავალი თასი სკოლა "ოლიმპის" გუნდმა მოიპოვა.

ივიკო ჭელიძის სახელობის ტურნირის ამსახველი ფოტოგამოფენა