მოსწავლეთა პარლამენტი

ევროპული სკოლის მიზანია, არა მხოლოდ, ინტელექტუალური და მაღალი ზნეობის, არამედ გამოკვთილი მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე, სრულყოფილი პიროვნების აღზრდა. ამასთან ერთად, ვცდილობთ მოსწავლეებს განვუვითაროთ თანამედროვე სამყაროში ადაპტაციისთვის საჭირო უნარები: დამოუკიდებელი ლოგიკური აზროვნება და დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილების მიღება.

ამ მიზანს ემსახურება ევროპული სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა, რომელიც ორ პალატიან წარმომადგენლობით ორგანოს წარმოადგენს. სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა ორპალატიანია: ქვედა პალატა - მოსწავლეთა კომიტეტი და ზედა პალატა - მოსწავლეთა პარლამენტი.

ევროპული სკოლის მოსწავლეთა პარლამენტს აქვს საკუთარი დებულება და სამოქმედო პროგრამა. მისი წევრები აქტიურად მონაწილეობენ სკოლის სასწავლო თუ კლასგარეშე ღონისძიებებში.

მოსწავლეთა პარლამენტი თვითმმართველობის ყველაზე აქტიურ როლს წარმოადგენს, რომლის არჩევნებიც ფარული, დემოკრატიული პრინციპით ტარდება. არჩევნების მსვლელობის გასაშუქებლად შექმნილია სპეციალური გვერდი, რომლებზეც კანდიდატებს საკუთარი სააშევნო პროგრამის მოსწავლეებისთვის გაცნობის საშუალება აქვთ.

2011 წლის 16 დეკემბერს გაიმართა პარლამენტის სპიკერის რიგით მესამე არჩევნები, რომელშიც გამარჯვება 11ა კლასის მოსწავლემ, ნინი გაბუნიამ მოიპოვა.

ნინი გაბუნიამდე მოსწავლეთა პარლამენტის სპიკერის თანამდებობა ეკავათ გივი კარბელაშვილსა და ლუკა ჯაჭვლიანს.

ევროპული სკოლის მოსწავლეთა პარლამენტის არჩევნები ევროპული სკოლის მოსწავლეთა პარლამენტის არჩევნები ევროპული სკოლის მოსწავლეთა პარლამენტის არჩევნები ევროპული სკოლის მოსწავლეთა პარლამენტის არჩევნები ევროპული სკოლის მოსწავლეთა პარლამენტის არჩევნები ევროპული სკოლის მოსწავლეთა პარლამენტის არჩევნები ევროპული სკოლის მოსწავლეთა პარლამენტის არჩევნები ევროპული სკოლის მოსწავლეთა პარლამენტის არჩევნები ევროპული სკოლის მოსწავლეთა პარლამენტის არჩევნები