კათედრები

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიზნები განისაზღვრება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითადი მიზნებით. ეს მიზნებია:

  • მოზარდის ძირითადი სამეტყველო უნარების (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) განვითარება;
  • წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურის გამომუშავება;
  • საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარის განვითარება;
  • დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარის ჩამოყალიბება;
  • კითხვის მიმართ დადებითი განწყობის ჩამოყალიბება;
  • ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარის გამომუშავება;
  • ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურის, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესის, გაცნობიერება.

ამ მიზნების მისაღწევად კათედრა ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

  1. ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების კოორდინირება;
  2. კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
  3. საგაკვეთილო პროცესისათვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის და სასკოლო ბიბლიოთეკისათვის საგანმანათლებლო რესურსების შექმნა, შერჩევა და სკოლის დამფუძნებლებისათვის წარდგენა;
  4. სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა;
  5. ზრუნვა მასწავლებლების პროფესიული განვითარებისათვის;
  6. რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;
  7. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა და კვლევის შედეგების გაცნობა პედაგოგიური საზოგადოებისათვის.

უცხოური ენების კათედრა

ევროპული სკოლის მიზანია აღზარდოს ცნობისმოყვარე, ჭკვიანი, გარე სამყაროში არსებული პრობლემებისადმი არაგულგრილი პიროვნება, რომელიც შეეცდება შექმნას უკეთესი, უსაფრთხო სამყარო, იქნება თავისი კულტურის, ტრადიციებისმოყვარე და ისტორიის მცოდნე, აგრეთვე, სხვა ხალხების კულტურისა და ისტორიის დამფასებელი. უცხო ენის კათედრამ სწორედ ამ მიზნების განხორციელებას უნდა შეუწყოს ხელი. უცხოური ენების ცოდნის გარეშე შეუძლებელია თანამედროვე, ენობრივად და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში ინტეგრირება და საკუთარი პიროვნული შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება, ამიტომ ჩვენს სკოლაში მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, სავალდებულო ინგლისურთან ერთად ისწავლონ რუსული, ფრანგული, გერმანული ენები. ჩვენი მიზანია მოსწავლეს:

  • განვუვითაროთ პლურილინგვური კომპეტენცია;
  • განვუვითაროთ სამეტყველო უნარები (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი) ორ უცხოურ ენაზე;
  • გამოვუმუშავოთ სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციის უნარი;
  • ჩამოვუყალიბოთ დადებითი განწყობილება ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნებისა;
  • განვუვითაროთ განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგების უნარი;
  • ვაზიაროთ მოსწავლეები სხვა ქვეყნების ყოფასა და კულტურას;
  • განვუვითაროთ მათ კომუნიკაციის, ანალიზის, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა და სხვა აუცილებელი უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარებათ მსოფლიო საზოგადოების სრულყოფილ წევრად ჩამოყალიბებაში;
  • განვუვითაროთ ენების ეფექტურად სწავლის უნარი.

ენის ეფექტურად სწავლებისთვის აუცილებელია მოსწავლეს მივანიჭოთ ავტონომია, გამოვიყენოთ სწავლების სხვადასხვა მეთოდი, მივცეთ მოსწავლეს თვითგამოხატვისა და კომუნიკაციის საშუალება.

უცხო ენების კათედრის წევრები ცდილობენ გამოიყენონ თანამედოვე პედაგოგიკის ყველა მიღწევა დასახული ამოცანების გადასჭრელად.

მათემატიკის კათედრა

კათედრის  ფუნქცია  – მათემატიკის კათედრა ახდენს მათემატიკის სწავლების კოორდინირებას, ხელს უწყობს პრობლემის განსაზღვრასა და მათი გადაჭრის გზების ძიებას; შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლა–სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანაერგვასთან დაკავშირებით; ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესისათვის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევას, კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარებას, სხვა კათედრებთან კოორდინირებულ მუშაობას. კათედრა უზრუნველყოფს ("ევროპული სკოლის" V-XII კლასებში) მათემატიკის სწავლების პროცესის მონიტორინგის განხორციელებას.

მათემატიკის სწავლების ძირითადი მიზანი (ამოცანა) – მოსწავლის აზროვნების უნარის განვითარება; შეხედულებათა დასაბუთების, მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის უნარის ჩამოყალიბება; მათემატიკის, როგორც მეცნიერების უნივერსალური ენის ათვისება; ცხოვრებისეული ამოცანების  გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის განვითარება.

კათედრის  დევიზი  –  ვასწავლოთ და ვისწავლოთ.

ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა

ისტორიისა და საზოგადოებრივი საგნების სწავლების მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეს აღიქვას სამყარო მთლიანობაში და განსაზღვროს საქართველოს ადგილი მსოფლიო პროცესებში; ხელი შეუწყოს მოსწავლეს პატრიოტი, პასუხისმგებლობისმქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას; დაეხმაროს მოსწავლეს კულტურული, ესთეტიკური და სულიერი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. საგნების სწავლებასთან ერთად, ჩვენი კათედრის ამოცანაა, მოსწავლეთა აზროვნებისა და მსჯელობის უნარის განვითარება, კლასში აზროვნების კულტურის დამკვიდრება. ცხოვრებაში წარმატებას მიაღწევს ის, ვისაც განვითარებული ექნება კრიტიკული აზროვნების, კვლევის, შემოქმედებითობისა და სხვა საჭირო უნარ–ჩვევები. ისტორიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება ხელს უწყობს ფართო და მოქნილი აზროვნების ჩამოყალიბებას.

კათედრის მიზანია, მოსწავლეებს გავააზრებინოთ ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობა. გაკვეთილებზე ინტერ-აქტიური მეთოდების გამოყენებით მოსწავლეებს ვუვითარებთ უნარებს, რომ სწორად განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები, რათა მათ შეძლონ სწორი გადაწყვეტილების მიღება.

დაწყებითი სწავლების კათედრა

დაწყებითი სწავლების კათედრის მიზნები განისაზღვრება ზოგადი განათლების ეროვნული სასწავლო მიზნებიდან და ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე. კონკრეტულად კი, ჩვენი მიზნებია:

  • გამოვუმუშაოთ მოსწავლეს ელემენტარული სასწავლო უნარ-ჩვევები, ვასწავლოთ სწავლა;
  • ვასწავლოთ გააზრებული კითხვა, რაც გამჭოლი უნარია ყველა სასწავლო დისციპლინის შესასწავლად;
  • შევუქმნათ მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად;
  • ჩამოვუყალიბოთ მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი;
  • შევუქმნათ მოსწავლეს პირობები და ჩამოვუყალიბოთ საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას მომავალში დასჭირდება.
  • განვუვითაროთ მოსწავლეს ძირითადი უნარები -წერა, კითხვა, თვლა, ანგარიში, მოსმენა, აზრის გამოთქმა, თხრობა, საუბარი;
  • გამოვუმუშაოთ წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;
  • ჩამოვუყალიბოთ დამოუკიდებელი აზროვნების უნარი;
  • შევუქმნათ კითხვის მიმართ დადებითი განწყობა;
  • ჩამოვუყალიბოთ საკუთარი ელემენტრული შეხედულებები ეროვნულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე;
  • გავუცნობიეროთ სწვლის დანიშნულება დაგამოვუმუშაოთ მიღებული ცოდნის, უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების უნარი.

ამ მიზნების მისაღწევად კათედრის თითოეული წევრი:

  • იმაღლებს კვალიფიკაციას, ზრუნვს პროფესიულ განვითარებაზე, ეცნობა ინოვაციურ მეთოდებს;
  • იზიარებს კათედრის წევრთა გამოცდილებას, თანამშრომლობს კლასტერებთან, კოლეგებთან;
  • განსაზღვრავს არსებულ პრობლემებს და კოლეგებთან ერთად ეძებს გადაჭრის გზებს;
  • სააკუთარი ძალებით ქმნის სასწვლო პროცესისთვის საჭირო საგანმანათლებლო რესურსებს და ამდიდრებს კათედრის რესურსთა ბაზას;
  • სისტემატურად გეგმავს სასწავლო პროცესს და აკეთებს საკუთარი მუშაობის მონიტორინგს;
  • კოორდინირებულად მუშაობს სკოლის სხვაკათედრებთან;
  • შეიმუშავებს რეკომენდაციებს აღზრდისა და სწავლა-სწავლების სხვადასხვა საკითხზე.

ჩვენი კათედრის მუშაობის პრიორიტეტებია:

  • სასწავლო პროცესის სრულყოფა;
  • სწავლების მაღალი ხარისხი;
  • ბავშვზე ორიენტირებული სწავლება;
  • პედაგოგთა პროფესიული ზრდა;
  • თანამშრომლობა.

დაწყებითი სწავლების კათედრის პედაგოგები დასახული მიზნების გადასჭრელად მთელ თავის ცოდნას, შესაძლებლობებს, ძალისხმევასა და სიყვარულს დებენ ევროპული სკოლის აღსაზრდელებთან შრომატევად, საპასუხისმგებლო მუშაობაში.