პატივცემულო კოლეგებო, მშობლებო, საყვარელო ბავშვებო!

ნანა მოსიძე

ამჯერად დიდხანს აღარ მიფიქრია… -უკვე ტრადიციულად ვიწყებ მისალმებას-

ჩემო ძვირფასებო!

მჯერა, თითოეული თქვენგანი გრძნობს, თუ რა დიდი დატვირთვა აქვს ამ ორ მარტივ სიტყვას - ეს არის გამოხატულება იმ დიდი სიყვარულისა, პატივისცემისა და ნდობისა, რომელიც ჩვენი ურთიერთობის ოთხმა წელმა მოგვიტანა.

ოთხი წელი არც თუ ისე ბევრია, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ, დიდი ილიასი არ იყოს, თამამად ვთქვათ: „ეს ის ოთხი წელიწადია“, რომელმაც ჩვენ ერთმანეთთან ასე დაგვაახლოვა, შეგვმატა თანადგომისა და თანაზიარობის განცდა; რომელმაც თითოეული ჩვენგანის „ტვინსა და გულში გამოჰკვანძა ცხოვრების კვირტი“ -ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული ახალი ხედვა ევროპული განათლებისაკენ.

მერწმუნეთ, ეს არ არის მხოლოდ ლამაზი სიტყვები:

ჩვენ ვაშენებთ 21-ე საუკუნის მსოფლიო სკოლას!

ჩვენი ძალისხმევა, ენერგია და გამოცდილება მიმართულია იმისკენ, თუ როგორ გავხადოთ სასურველი ჩვენი მოსწავლეებისთვის სრულყოფილი განათლებისკენ მიმავალი , არც თუ ია-ვარდებით მოფენილი გზა.

განახლებული, გაზრდილი, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი ევროპული სკოლა და ევროპული აკადემია მოუთმენლად ელის მონატრებულ მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, ბებია-ბაბუებს; ყველას, ვინც გულშემატკივრობს ჩვენს წარმატებას და ჩვენი ქვეყნის მომავალს!

ევროპული სკლოლის დირექტორი

ნანა მოსიძე