ევროპული სკოლის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი

  • 15 ბავშვიანი ასაკობრივი ჯგუფების ქართული და ინგლისური სექტორი. (3-დან 6 წლამდე).
  • სამუშაო გრაფიკი: 9 საათიდან 18 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. (გახანგძლივებული ჯგუფი 18 -19 საათამდე).
  • ჯანსაღი საკვები პროდუქტებით მდიდარი სამჯერადი კვების რაციონი.

  წრეები:  ინგლისური ენა, ქართული ენა , რუსული ენა, ხელოვნება, მუსიკა, რითმიკა, ჭადრაკი, კარატე, ფეხბურთი.

 

  აღსაზრდელთა შემოქმედებითი განვითარების, ფიზიკური გაჯანსაღებისა და მათი შემეცნებითი განვითარების მიზნით,

“ევროპული სკოლის” სკოლამდელი სასწავლო ცენტრის სააღმზრდელო პროგრამა “ცისარტყელა»  მოიცავს შვიდ ტრანსდისციპლინარული თემას:

• ვინ ვარ მე 

• როგორ ვზრუნავ ჩემს თავზე

• როგორ მუშაობს ჩემი სხეული

• როგორ მუშაობს სამყარო

• ჩემი ადგილი სამყაროში

• ჩემი ბაღი

• დღესასწაულები

 

  ბავშვები სწავლობენ  გეოგრაფია-ისტორიის, ბოტანიკა - ზოოლოგიის, ანატომიის, ასტრონომიის, ფიზიკის, ეთიკისა და უსაფრთხოების, მათემატიკისა და ლოგიკის ელემენტებს. ბაღის აღსაზრდელი თავისთვის გასაგებ ენაზე ეცნობა სამყაროს, მზის სისტემას და დედამიწის მეზობელ პლანეტებს, იგებს რა არის დრო, კალენდარი, დღე და ღამე. ეცნობა სხვადასხვა ქვეყანას, მათ მდებარეობას, იქ მცხოვრები ადამიანების ტრადიციებსა და კულტურას. სწავლობს ბუნების სიყვარულს, მოვლას.

  ბავშვებს საოცარი ფანტაზიის უნარი აქვთ. 3-6 წელი – მეტყველების განვითარების პერიოდია. ამ დროს უნდა გაიზარდოს ბავშვის ლექსიკური მარაგი. ჩვენი მიზანია გავუადვილოთ პატარას საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და გადმოცემა. მეცადინეობის, ჯგუფში თამაშის თუ ჰაერზე ყოფნის დროს აქტივობების ხშირი მონაცვლეობა, თვალსაჩინოების გამოყენება, სიმღერების, ლექსებისა და ზღაპრების მოსმენა სწავლების პოზიტიურ და ბუნებრივ გარემოს უზრუნველყოფს.

 

იხილეთ ჩვენი Facebook-ის გვერდი