ვიქტორ ჰიუგოს სახელობის სკოლა
ვიქტორ ჰიუგოს სახელობის ფრანგული სკოლა სთავაზობს მოსწავლეებს ფრანგული ენის შესწავლას სხვადასხვა დონეზე, ცოდნის გაღრმავებას ფრანგულენოვან კულტურასა და ქვეყანათმცოდნეობაში.
სკოლა ამზადებს მოსწავლეებს ფრანგული ენის გაღრმავებული ცოდნის DELF A1, A2, B1, B2, C1, C2 დიპლომების მოსაპოვებლად, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ გამოცდის გარეშე განაგრძონ სწავლა საფრანგეთის ნებისმიერ სასწავლებელში.
ვიქტორ ჰიუგოს სკოლაში გაწევრიანება შეუძლია ევროპული სკოლის ნებისმიერ მოსწავლეს, რომელიც ფლობს ფრანგულ ენას.
სკოლას ხელმძღვანელობს საფრანგეთის საელჩოს სპეციალური მოწვევით საქართველოში ჩამოსული მაგისტრანტი ბორის ლამბერტი და ევროპული სკოლის ფრანგული ენის პედაგოგი თინათინ მაჭარაშვილი.

დირექტორის გვერდი
IB საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელი
IBDP საერთაშორისო ბაკალავრიატი


ევროპული სკოლის სატელევიზიო არქივი