ილია ვეკუას სახელობის მათემატიკოსთა კლუბი
მათემატიკის ღრმად და საფუძვლიანად სწავლებისა და მისი სათანადოდ გამოყენების მიზნით, ევროპულ სკოლაში მუშაობს აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის მათემატიკოსთა კლუბი. მას ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპული სკოლის მათემატიკის კათედრის გამგე თ. ახობაძე.
კლუბი აერთიანებს ევროპული სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც განსაკუთრებულად დაინტერესებულნი არიან მათემატიკით. მათთვის კვირაში ორჯერ იმართება მეცადინეობები. შეისწავლება სტანდარტული და არასტანდარტული მათემატიკური და ლოგიკური ამოცანები. ეძლევათ საშინაო დავალებები, რომლებიც მუშავდება მეცადინეობებზე.
კლუბი აქტიურად თანამშრომლობს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტთან, აგრეთვე - ი. ვეკუას სახელობის №199 (პანსიონი "კომაროვი"), საჯარო სკოლაებთან. კლუბის წევრები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა კონკურსბში და ოლიმპიადებში.

დირექტორის გვერდი
IB საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელი
IBDP საერთაშორისო ბაკალავრიატი


ევროპული სკოლის სატელევიზიო არქივი