ევროპული სკოლის ტელევიზია
მოგესალმებით, თქვენ შემოხვედით ევროპული სკოლის ტელევიზიის, ანუ ESTV-ს ინტერნეტ გვერდზე. ESTV 2007 წლის 17 სექტემბრიდან მაუწყებლობს ევროპული სკოლის შიდა ეთერში და ინტერნეტ გვერდზე www.europeanshool.ge
ESTV ეს საბავშვო სატელევიზიო სტუდიაა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ციფრული ტექნიკით.
სკოლის შენობასა და ტერიტორიაზე შექმნილია საკაბელო ქსელი, რომლის საშუალებითაც სატელევიზიო სიგნალი მიეწოდება 100 მონიტორს. ისინი განთავსებულია საკლასო, საკონფერენციო და ადმინისტრაციულ ოთახებში, ასევე დერეფნებში, სასადილოში, ღია კაფესა და სკოლამდელი აღზრდის ცენტრში.
ESTV-ს აქვს საკუთარი სიმბოლოები: ლოგო, ქუდი.
ESTV საკაბელო ქსელში მაუწყებლობს დილის 8:30-დან საღამოს 17:30-მდე.
ESTV ძირითადი ამოცანაა, სკოლის სასწავლო პროცესში მონაწილეობა.
ESTV-ს აქვს საეთერო ბადე, რომლის დაგეგმვა ხორციელდება წინასწარი განაცხადების საფუძველზე.
პედაგოგი აკეთებს განაცხადს, თუ რომელ დღეს, რომელ გაკვეთილზე სურს აჩვენოს მოსწავლეებს წინასწარ მომზადებული ვიდეო მასალა. გაკვეთილზე სამეცნიერო, დოკუმენტური, თუ მხატვრული ვიდეო-მასალის ჩვენება ხელს უწყობს მოსწავლეებს უფრო საფუძვლიანად და ღრმად გაიაზრონ შესასწავლი საგანი.
ასევე ESTV-ი ეს არის სასწავლო შემოქმედებითი ლაბორატორია. აქ მოსწავლეები სწავლობენ ტელეჟურნალისტიკის საფუძვლებს, ეუფლებიან სატელევიზიო ტექნიკას და პრაქტიკულად ახორციელებენ თავიანთ იდეებს.
ESTV - პროგრამების ნუსხაშია ყოველკვირეული საინფორმაციო გადაცემა "ეს სიახლენი" ანუ "ES News" და საავტორო გადაცემები "დიდი შესვენება მარისთან ერთად", "ლიზას ათეული", "პაწაწინა ანცობები ფარული კამერით", "იკას ლანჩი", ტელესერიალი "ჩოჩოს თავგადასავალი", ასევე დოკუმენტური ფილმები სკოლის ცხოვრების მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებზე.
ირაკლი ჯაოშვილი
ESTV-ის ხელმძღვანელი, ტელერეჟისორი.

დირექტორის გვერდი
IB საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელი
IBDP საერთაშორისო ბაკალავრიატი


ევროპული სკოლის სატელევიზიო არქივი