ფოტო-ხელოვნების წრე
მოგესალმებათ E.S. PHOTO CLUB, რომელიც 2008 წლიდან აერთიანებს სხვა და სხვა კლასისა და ასაკის ფოტომოყვარულ მოსწავლეებს. E.S. PHOTO CLUB კლუბი აქტიურად არის ჩაბმული სკოლის ცხოვრების ხალისიან ფერხულში. ჩვენ ვაწყობთ გამოფენებს, კონკურსებს, მონაწილეობას ვიღებთ სხვა და სხვა ღონისძიებაში.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ 2008 წლის 22 მარტს გამართულ ”დედამიწის დაცვის” საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ რესპუბლიკურ გამოფენა-კონკურსზე E.S. PHOTO CLUB-ის წევრებმა ელენე დოფიძემ, ნუცა დოფიძემ და გურანდა კაჭარავამ საპატიო პირველი ადგილი მოიპოვეს. ჩვენი ფოტომოყვარულები სიგელებითა და დაუვიწყარი ორდღიანი ექსკურსიით დააჯილდოვეს. ამასთან ერთად, ელენე დოფიძემ ”მაყურებელთა სიმპათიის” პრიზიც დაიმსახურა.
ასევე მოვაწყეთ შიდა სასკოლო გამოფენები: "ვის ჰყავს დედა ჩემისთანა", "საბავშვო პორტრეტები", "საფეხბურთო ჩემპიონატი" და სხვა.
E.S. PHOTO CLUB-ი სამომავლოდაც ბევრ სასიამოვნო სიახლეს გპირდებათ.
P.S. E.S. PHOTO CLUB-ის ხელმძღვანელი გახლავთ პროფესიონალი ფოტოგრაფი ლევან ლომაძე.

დირექტორის გვერდი
IB საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელი
IBDP საერთაშორისო ბაკალავრიატი


ევროპული სკოლის სატელევიზიო არქივი