30 მიზეზი, რატომ უნდა ავირჩიოთ
საქართველოს მისწრაფება ევროპისკენ საუკუნეებს ითვლის; მაგრამ, სწორედ ჩვენ გვხვდა წილად, ხორცი შევასხათ წინაპართა ათასწლოვან ნაოცნებარს! ამ გზაზე ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, მივცეთ ჩვენს შვილებს ისეთი ცოდნა და განათლება, რომლითაც გზა გაეხსნებათ როგორც ჩვენი, ასევე ნებისმიერი ევროპული სასწავლებლისკენ.
1. სწავლების ინოვაციური მეთოდები და ცოდნის მაღალი ხარისხი
სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა სწავლებისა და სწავლის ინოვაციური მეთოდების ლაბორატორია, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს ახალი მეთოდიკებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლების სისტემის შემდგომი სრულყოფისათვის. ეს კი ცოდნის მაღალი ხარისხის გარანტიაა.
2. ტრადიციულისა და ახლის ჰარმონიზაცია
საქართველოსა და სხვა ევროპული ქვეყნების უკვე გამოცდილი და წარმატებული მეთოდების დანერგვა სასწავლო პროცესში, სწავლების ახალი მეთოდების მოძიება და გამოცდა, უახლესი ტექნოლოგიების ინტეგრირება სკოლის სასწავლო პროცესში - ყველაფერი ეს ხელს უწყობს სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას.
3. მზარდი სასწავლო დაწესებულება საკმარისი და გარანტირებული დაფინანსებით
ევროპული სკოლის თანამედროვე, ულამაზესი ინტერიერი, მისი მდიდარი ბიბლიოთეკა, კაბინეტ-ლაბორატორიები, კათედრები, საკონფერენციო და სააქტო დარბაზები, კეთილმოწყობილი სასადილო და ევროპული ტიპის გასახდელები, ბრწყინვალე სპორტული კომპლექსები, საუკეთესო ტექნიკური აღჭურვილობა, სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფილი კომპიუტერული ქსელი და საკუთარი ტელევიზია ქმნის შესანიშნავ გარემოს და პირობებს ევროპული დონის განათლების მისაღებად.
თანამედროვე სკოლის მზარდი მოთხოვნილებების შესაბამისად ევროპული სკოლა არ კმაყოფილდება არსებულით და მუდმივად ძიებისა და განახლების პროცესშია
4. თანამშრომელთა და მოსწავლეთა ფიზიკური და ინტელექტუალური დაცულობა
სკოლის ერთ-ერთი საზრუნავია მოსწავლეთა და თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის უწყვეტი კონტროლი. სკოლაში ასევე ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური სამსახური და ლოგოპედური კაბინეტი. სწავლისთვის შესაფერის გარემოს და მოსწავლეთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს დაცვის საგანგებო სამსახური და 42 ვიდეოთვალი.
5. აკადემიური განათლება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით
ისტ დახმარებით სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში ცოდნის გაღრმავების მიზნით, ევროპული სკოლის მოსწავლეები საბავშვო ბაღიდან ეუფლებიან ისტ ინტრუმენტების გამოყენებას. ეს პროცესი უწყვეტად გაგრძელდება XII კლასის ჩათვლით; ამასთან, სკოლაში სისტემატურად მიმდინარეობს პედაგოგების გადამზადება, ტექნიკის განახლება, სასწავლო პროგრამების, მასალებისა და სასწავლო კურსების მომზადება, ისტ-ის სასწვლო გეგმის რეალიზება ყველა ცალკეულ საგანში.
6. მოსწავლეთა მაღალი შედეგების მოლოდინი
ევროპული სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს ფართო არჩევანს საკუთარი ნიჭისა და მიდრეკილებების გამოვლენისა და განვითარებისათვის, მოითხოვს რა თითოეული მათგანისგან მაღალ პროფესიულ და ინტელექტუალურ დონეს, ეფექტური კომუნიკაციის უნარს საზოგადოების სხვა წევრებთან, კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტის უნარს, გლობალური აზროვნების შესაძლებლობას; იმ მიზნით, რომ ევროპული სკოლის ყველა კურსდამთავრებულმა გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ; თავად შექმნას ღირებული და საკუთარი წვლილი შეიტანოს საზოგადოების განვითარებაში.
7. ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთად ევროპული ენების, კულტურისა და ისტორიის შესწავლა; ევროპული ცივილიზაციის მიღწევათა დაუფლება და გამოყენება ჩვენი ქვეყნის სამსახურში
ევროპულ სკოლაში ფუნქციონირებს ჰუმბოლტისა და პუშკინის სკოლები; სკოლის ხშირი სტუმრები არიან ელჩები (ლიტვა, საბერძნეთი, სომხეთი) და დიპლომატიური კორპუსის (ინგლისი, გერმანია, აშშ, რუსეთი) წარმომადგენლები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები. წარჩინებულ მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, გაიღრმავონ ცოდნა საზაფხულო სკოლებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში - ინგლისში, გერმანიასა და საფრანგეთში - ეს ყველაფერი ემსახურება ევროპული ენების, კულტურისა და ისტორიის სრულყოფილად შესწავლას და ხელს უწყობს ჩვენს მოსწავლეებს გამოიყენონ ევროპული ცივილიზაციის მიღწევები ჩვენი ქვეყნის სამსახურში.
8. კემბრიჯის, Delf-I (A,B)-ის, Sprach-ის სერთიფიკატების მოპოვება და მათ მიერ შემოთავაზებული საგანგებო პროგრამით თითოეული მოსწავლის მიერ ორი ან მეტი ევროპული ენის დაუფლება
ინგლისური ენის სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ევროპული სკოლა საქართველოში მოქმედ ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით ახორციელებს მოსწავლეთა მომზადებას ინგლისური ენის ცოდნის განმსაზრვრელი კემბრიჯის (Young Learners, KET, PET, FCE) სერტიფიკატის მოსაპოვებლად.
სკოლაში მუშაობს ევროსაბჭოს განათლების კომიტეტის მიერ უცხო ენის ცოდნის კვალიფიკაციის განმსაზღვრელი საერთაშორისო სერტიფიკატის DELF-ის მოსამზადებელი პროგრამა.
მოქმედი გერმანული ვილჰელმ ჰუმბოლტის სკოლის საშუალებით მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ Sprach-დიპლომი ენაში და გააგრძელონ სწავლა გერმანიის ნებისმიერ სასწავლებელში გამოცდის გარეშე.
9. ჰუმბოლტის სკოლა
ვილჰელმ ჰუმბოლტის სახელობის გერმანული სკოლა შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს არამარტო შეისწავლონ ენა სხვადასხვა დონეზე, არამედ გაიღრმავონ ცოდნა ქვეყანათმცოდნეობაში და წარმოდგენა შეიქმნან ქვეყნის განვითარებაზე. ჰუმბოლტის სკოლას ხელმძღვანელობს პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნინო აბრალავა და გერმანული ენის პედაგოგი ჰარალდ კრისტიან ჰორნუნგი.
10. პუშკინის სკოლა
რუსული ენისა და ლიტერატურის ღრმად და საფუძვლიანად შესწავლის მიზნით სკოლაში ფუნქციონირებს "პუშკინის სკოლა". მონაწილეობენ რა ღონისძიებებში, სპექტაკლებში, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრებში, სკოლის მოსწავლეები აქტიურად ეცნობიან რუსეთის ისტორიას, ტრადიციებს, კულტურასა და ლიტერატურას.
11. Jack London Club
ევროპული სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთად ევროპული ენების, კულტურისა და ისტორიის შესწავლა, ევროპული ცივილიზაციის მიღწევათა დაუფლება და გამოყენება ჩვენი ქვეყნის სამსახურში.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება Jack London Club, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოში ამერიკის საელჩოს პასუხისმგებელი თანამშრომელი ჯონათან თრამბალი.
კლუბში გაწევრიანება შეუძლია ევროპული სკოლის ყველა მოსწავლეს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას და დაინტერესებულნი არიან გაიღრმავონ ცოდნა არა მხოლოდ ენის სრულყოფის მიზნით, არამედ ინგლისურენოვანი ქვეყნების ისტორიისა და კულტურის გასაცნობად.
12. ნორჩ პროგრამისტთა სკოლა
ორეტაპიან კონკურსში გამარჯვების შემდეგ სკოლის V და VI კლასების მოსწავლეები ჩაირიცხნენ პროგრამირების ჯგუფში; ჯგუფის წევრებისთვის მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ - ლოგიკასა და პროგრამირებაში. სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს მათემატიკურ-ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარებას, დაპროგრამებისა და ალგორითმიზაციის საფუძვლების გაღრმავებულ შესწავლას.
13. სატელევიზიო სტუდია ESTV
სკოლაში ფუნქციონირებს საბავშვო სატელევიზიო სტუდია ESTV. მოსწავლეთა მიერ მომზადებული გადაცემების ხილვა შესაძლებელია როგორც პირდაპირ ეთერში, ასევე სკოლის ვებ-გვერდის საშუალებით. ESTV-ს აქვს შიდა სასკოლო მაუწყებლობა. საეთერო ბადე დატვირთულია როგორც ორიგინალური (საავტორო), ასევე შემეცნებითი და სასწავლო პროგრამით გათვლისწინებული გადაცემებით.
14. უმაღლესი კვალიფიკაციის პედაგოგთა და სპეციალისტთა გუნდი
ევროპულ სკოლაში მუშაობენ უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლები, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩნენ. აქედან 4 პროფესორია, 14 - მეცნიერებათა დოქტორი, 9 - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრის მწვრთნელი, მათ შორის ერთი - საერთაშორისო ასოციაციის მწვრთნელის სერტიფიკატის მფლობელი.
15. მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომელთა მუდმივ მოტივირებულ ზრუნვას პედაგოგიური სრულყოფისათვის
მოსწავლეთა სასწავლო მოთხოვნილებებისა და საჭიროებების განსაზღვრისათვის ტარდება სასწავლო პროცესის მონიტორინგი. ინოვაციური მეთოდების ლაბორატორია შეისწავლის მონიტორინგის შედეგებს და დირექციას წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს. ლაბორატორიის შეფასების შედეგებით ხდება მასწავლებელთა კატეგორიის დადგენა, რომელიც ცალსახად წარმოადგენს ხელფასის ოდენობის განსაზღვრისა და მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულების გაგრძელების საფუძველს.
16. მასწავლებელთა საქმიანობის შეფასების რეიტინგული სისტემა
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესისა და მოსწავლეთა მოსწრების გაუმჯობესების მიზნით სკოლაში მოქმედებს პედაგოგთა შეფასების რეიტინგული სისტემა. რეიტინგის განსაზღვრა ხდება შეფასების 9 კრიტერიუმით, რის შემდეგაც მიღებული ქულების საფუძველზე პედაგოგებს მიენიჭებათ შესაბამისი კატეგორიები.
17. მოსწავლეთა შეფასების რეიტინგული სისტემა
მოსწავლეთა შეფასების რეიტინგული სისტემა ავტომატურ რეჟიმში, ყოველკვირეულად გამოავლენს: კლასის საუკეთესო მოსწავლეს, სკოლის საუკეთესო ათეულს, საუკეთესო კლასებს მიმდინარე სასწავლო კვირისა და სემესტრის მონაცემებით.
18.ოთხმოცდაათიანელთა კლუბი
სკოლაში შექმნილია ოთხმოცდაათიანელთა კლუბი. კლუბის წევრები არიან 90 ქულაზე მეტი რეიტინგის მქონე მოსწავლეები; შედეგების შეჯამება და გამოცხადება ხდება მთელი წლის განმავლობაში ყოველი სასწავლო კვირის ბოლოს.
19. გახანგრძლივებული დღის რეჟიმის პირობებში მასწავლებლის დახმარებით გაკვეთილების მომზადების შესაძლებლობა
მოსწავლეები დღის მეორე ნახევარში დამატებით მეცადინეობებზე იღრმავებენ გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას. პედაგოგების დახმარებით, ბავშვები დამოუკიდებელ მუშაობასაც ეჩვევიან და ასწრებენ საშინაო დავალების მომზადებას.
20. ელექტრონული ჟურნალი
ევროპულ სკოლაში საგაკვეთილო პროცესის უკეთ ორგანიზებისა და სამუშაო დროის ეფექტურად გამოყენების მიზნით, დავალებები, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება, მოსწავლეთა შემოქმედებითი წარმატებები ყოველდღიურად ფიქსირდება სკოლის ვებ-გვერდის ელექტრონულ ჟურნალში.
21. ელექტრონული დღიური
ელექტრონული დღიურის მეშვეობით მშობელს საშუალება აქვს მუდმივი კავშირი იქონიოს სკოლასთან და ყოველდღიურად მიიღოს სრული ინფორმაცია შვილის აკადემიური მოსწრებისა თუ შემოქმედებითი წარმატებების შესახებ.
22. ელექტრონული დღიურის მონაცემები მობილურ ტელეფონში
ევროპული სკოლა მაგთისთან ერთად მშობლებს სთავაზობს ახალ მომსახურებას. სკოლის სერვისის - 7777 საშუალებით (SMS-ით) მშობელს შეუძლია, დღის ნებისმიერ დროს მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია შვილის შესახებ.
23. ასისტენტების ინსტიტუტი
ევროპულ სკოლაში ასისტენტებად (კლასის დამრიგებლების თამნაშემწეებად) მუშაობენ თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, რომელთაც ევალებათ განსაკუთრებული ზრუნვა თითოეულ მოსწავლეზე, დამრიგებლების დახმარება აღმზრდელობით და სასწავლო პროცესში, დისციპლინისა და წესრიგის დაცვა.
24. მშობლებთან თანამშრომლობითი ურთიერთობები
სკოლა იყენებს სკოლის ვებ-გვერდის შესაძლებლობას უშუალო კონტაქტი დაამყაროს მშობლებთან სპეციალურად მოქმედი ელექტრონული ფორუმის საშუალებით.
ასევე, ევროპული სკოლის დირექციის ინიციატივით, სკოლაში შეიქმნა მშობელთა სათათბირო, მშობელთა ტელე-ბარი, რომელთა მიზანია სკოლასა და მშობელს შორის თანამშრომლობის განმტკიცება.
25. ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე აგებული დისციპლინა
დისციპლინის დაცვა სკოლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია; სკოლის შინაგანაწესის შესრულება ერთნაირად ევალება როგორც მოზარდს, ასევე სკოლის ყველა თანამშრომელს. მოსწავლეებს მაგალითს უფროსები აძლევენ, რამეთუ მხოლოდ პატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე დამყარებული ურთიერთობები განაპირობებს მოსწავლეების ზნეობრივ აღზრდას.
26. კონსტრუქციული და პროფესიონალური ხელმძღვანელობა
საქმიან სამუშაო ატმოსფეროს, თავისუფლებისა და შემოქმედებითობის მაღალ ხარისხს, დასახული მიზნების განხორციელებას, სკოლის აღჭურვას თანამედროვე ტექნიკური და მატერიალური საშუალებებით, სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს სკოლის ხელმძღვანელობა, რომელიც თავისი ხედვით, გამოცდილებითა და პროფესინალიზმით სათავეში უდგას თითოეულ დიდ წამოწყებას.
27. მხიარული ატმოსფერო და სწავლის მაღალხარისხიანი პირობები
სკოლა მოსწავლეებს მაღალხარიასიან სასწავლო პროცესთან ერთად ჯანსაღ და გამახალისებელ ატმოსფეროსაც სთავაზობს; სკოლაში ჩატარებული "მხიარული სტარტები", სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებები, სატელევიზიო ბადეში ჩართული გასართობი გადაცემები, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის მიერ მოწყობილი წარმოდგენები, ხალასი დამოკიდებულება პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის - ყველაფერი ეს ევროპული სკოლის მოსწავლეების ღიმილიან და ბედნიერებით გაბრწყინებულ თვალებში აისახება.
28. კეთილმოწყობილი კაბინეტ-ლაბორატორიები და სპორტული მოედნები
ევროპული სკოლის მოსწავლეთა განკარგულებაშია სამუსიკო და ხელოვნების სტუდიები, თანამედროვე და ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, სატელევიზიო სტუდია, საბავშვო თეატრი, ინტელექტუალური კლუბი, პროგრამირების ჯგუფი, სპორტული სექციები შესაბამისი ბაზებით (დიდი სპორტული დარბაზი, ჩოგბურთის, ფეხბურთის და კალათბურთის მოედნები).
29. საკუთარი სასკოლო ტრანსპორტი
მოსწავლეთა და სკოლის თანამშრომელთა ტრანსპორტირებას ემსახურება რვა ავტობუსი, რაც უზრუნველყოფს მათ დაცულობას არა მხოლოდ სწავლის პერიოდში, არამედ სხვადასხვა გასვლით ღონისძიებებზე დედაქალაქში და ქალაქგარეთ.
30. მრავალფეროვანი და მიზნობრივი კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებები;
ევროპული სკოლის უმთავრესი მიზანია ტოლერანტული, ჰუმანური და მრავალმხრივი ინტერესების მქონე მოზარდის აღზრდა. ამ მიზნის მისაღწევად განსაკუთრებული ყურადღება ექცევა როგორც სამეცნიერო, ასევე სპორტულ და შემოქმედებით ღონისძიებებს.
სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციები, გამოჩენილ ადამიანებთან შეხვედრები, საქართველოში აკრედიტირებული საელჩოების თანამშრომლებთან ჩატარებული სასწავლო და სპორტული ღონისიებები, სხვა სკოლების თანატოლებთან გამართული შეხვედრები, ბატონების - თამაზ კვანჭანტირაძის, აკაკი მინდიაშვილის, სხვათა და სხვათა მიერ სისტემატურად წაკითხული ლექციების მოსმენა და ანალიზი, ხშირი სტუმრობა მუზეუმებში, გამოფენებზე, უნივერსიტეტის კაბინეტ-ლაბორატორიებში ჩატარებული ლექცია-სემინარები, დასწრება დედაქალაქის თეატრების სპექტაკლებზე - ყველაფერი ეს უდავოდ სწორ ორიენტაციას მისცემს ახალგაზრდა თაობას ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზაციაში.
31. რეგულარული საზოგადოებრივი ღონისძიებები
სხვების დახმარება, გაჭირვებულისთვის მზრუნველობის ხელის გაწოდება და კეთილი საქმის კეთება ადამიანის დიდი ბუნების მაჩვენებელია. პიროვნების ზნეობრივ აღზრადაზე მათ ადრეულ ასაკშივეა საჭირო ზრუნვა. ამ მიზნით საუკვეთესო გაკვეთილი იყო მოზარდებისთვის ის ფაქტი, რომ სკოლის ყველა მოსწავლის მონაწილეობით ევროპულმა სკოლამ დახმარება გაუწია სოციალურად დაუცველ ადამიანებს, მარტოხელა მოხუცებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ბავშვთა სახლებს.
სკოლის ყველა მოსწავლისთვის და თანამშრომლისთვის ულამაზესი და დიდი მადლით სავსე დღე იყო მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს ევროპულ სკოლაში მობრძანება. მისი ლოცვა-კურთხევა მრავალჟამიერ გაჰყვება ევროპულ სკოლას სასიკეთო საქმეების საკეთებლად!

დირექტორის გვერდი
IB საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელი
IBDP საერთაშორისო ბაკალავრიატი


ევროპული სკოლის სატელევიზიო არქივი