ლოგოპედური კაბინეტი

ჩვენი სკოლის ლოგოპედური ლაბორატორია აღჭურვილია ყველა საჭირო დიდაქტიკური თუ ტექნიკური მასალით. გარდა ლოგოპედიაში არსებული მეთოდებისა მეცადინეობებში ჩართულია ლოგოპედური მასაჟი, ლოგორითმიკა, რელაქსაციური და ფსიქოთერაპიული მეთოდები.

ლოგოპედურ კაბინეტში ლოგოპედური დახმარება ევროპული ბაღის აღსაზრდელებსაც უტარდებათ. მიმდინარეობს ჯგუფური და ინდივიდუალური მეცადინეობები.

ართული მეტყველების განვითარება უმჯობესია ბავშვის ადრეული ასაკიდანვე მივაქციოთ სათანადო ყურადღება. სრულფასოვანი მეტყველებიდან მცირე გადახრაც კი უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე. ბავშვი დამოუკიდებლად, პროფესიონალი ლოგოპედის დახმარების გარეშე ვერ შეძლებს პრობლემის გადაწყვეტას, ბუნებრივია, ვერ ახერხებს. არც მედიკამენტურ მკურნალობას შეუძლია სამეტყველო დეფექტების გამოსწორება. არსებობს ერთად-ერთი გზა – ლოგოპედური მომსახურება, რომლის მეთოდიკაც დღითი დღე იხვეწება და ვითარდება. ევროპული სკოლის პროფესიონალ, მაღალკვლიფიციურ ლოგოპედებს ხელეწიფებათ გამოასწორონ ბავშვის მეტყველებაში არსებული ნაკლოვანებები და მოსწავლეებს სწორი და გამართული მეტველების კულტურა და უნარ-ჩვევევბი ჩამოუყალიბონ.