ასისტენტის ინსტიტუტი
ასისტენტებად, იგივე კლასის დამრიგებლების თამნაშემწეებად მოწვეულნი არიან თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, რომელთაც ევალებათ თითოეულ მოსწავლეზე ზრუნვა, დახმარება აღმზრდელობით და სასწავლო პროცესში, დისციპლინის და წესრიგის დაცვა.
ევროპულ სკოლაში დასაქმებულია 19 ასისტენტი. თითოეული მათგანი 13.00- დან 17.00 საათამდე ინდივიდუალურად მუშაობს მოსწავლეებთან, ეხმარება მათ გაკვეთილების მომზადების, წრეობრივი მეცადინეობების დროს, სხვადასხვაგვარი შემეცნებითი თამაშობების, სასკოლო ღონისძიებებისა თუ სპორტული შეჯიბრებების მოწყობასა და ჩატარებაში.
ასისტენტების ავტორიტეტის ამაღლების მიზნით სკოლის დირექტორის ბრძანებით ასისტენტებს მიენიჭათ მოსწავლეთა ყოფაქცევის შეფასების უფლება.
ასისტენტების მუდმივი ჩართულობა სასწავლო და აღმზრდელობით პროცესში, მათი აქტიური პოზიცია, ურთიერთობა მოსწავლესთან, მშობელსა და სკოლის პედაგოგიურ კოლექტივთან განაპირობებს ასისტენტის, როგორც დამწყები პედაგოგის პროფესიულ ზრდას, ხოლო სასკოლო ცხოვრების დისციპლინირებასა და გამრავალფეროვნებას.

დირექტორის გვერდი
IB საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელი
IBDP საერთაშორისო ბაკალავრიატი


ევროპული სკოლის სატელევიზიო არქივი