ჩვენ შესახებ

არასახელმწიფო "ევროპული სკოლა" (თბილისი საქართველო)

  • შპს "ევროპული სკოლა"
  • მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზ. №34გ, 0177, თბილისი
  • ტელ: (995 32) 239 44 94; (995 32) 239 59 64
  • ფაქსი: (995 32) 239 54 17
  • e-mail: info@europeanschool.ge
  • დაარსების წელი – 2007;
  • სკოლა განთავსებულია საკუთარ შენობაში, მისი ტერიტორია დაცულია;
  • სკოლას აქვს სახელმწიფო ლიცენზია;
  • დაკომპლექტებულია კვალიფიციური პედაგოგიური კადრებით, რომელთაგან 20 – მეცნიერებათა დოქტორია, 7 – პროფესორი, 16 – სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი, 30 – მწვრთნელი (სწავლების თანამედროვე მეთოდიკებში); 34 – სერთიფიცირებული მასწავლებელი; 6 – ინგლისური ენის პედაგოგი საზღვარგარეთ სწავლების უფლებით ("სელტა");
  • სკოლა ხელმძღვანელობს საქართველოს განათლებისა და მეციერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმით;
  • დამატებით ისწავლება ხატვა, ხელოვნების ისტორია, ფორტეპიანოზე და გიტარაზე დაკვრა. მუშაობს ქორეოგრაფიული, თეატრალური და სატელევიზიო სტუდია;
  • ფუნქციონირებს 300 ადგილიანი კინო-საკონცერტო დარბაზი, 4 საკონფერენციო და სააქტო აუდიტორია, 2 საგამოცდო ოთახი, 4 ისტ - კომპიუტერული კლასი. ორი დიდი ბიბლიოთეკა და ტექნიკურად აღჭურვილი საგნობრივი ლოაბორატორიები.
  • ისწავლება უცხო ენები: ფრანგული, გერმანული, რუსული, ინგლისური. უცხოელი მასწავლებლები ჩართულნი არიან როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე კლუბურ მუშაობაში. ხორციელდება ენობრივი სტაჟირებები საზღვარგარეთ, ინგლისსა და გერმანიაში.
  • სკოლას აქვს ხუთი სპორტული დარბაზი, აქედან – სამი დახურული
  • ტარდება სპორტული მეცადინეობები. (ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, დიდი ჩოგბურთი, კალათბურთი, ფეხბურთი, კარატე).
  • მოსწავლეებს ემსახურება ფსიქოლოგი, პედიატრი, მუშაობს ლოგოპედური კაბინეტი;
  • სკოლის საკაბელო ტელევიზიაში ფუნქციონირებს 102 ტელემონიტორი. გადაიცემა ინფორმაციული, შემეცნებითი, სამეცნიერო–სასწავლო პროგრამები. ESTV პირდაპირი ტრანსლიაციით აჩვენებს სკოლის სპორტულ თამაშებსა და სხვადასხვა ღონისძიებას;
  • ინფორმაციულ–საკომუნიკაციო სამსახურის განკარგულებაში 200-მდე კომპიუტერი, 10 პროექტორი და Smart Board-ის 5 ინტერაქტიული დაფაა. სპეციალურად შემუშავებულმა პროგრამამ სკოლას საშუალება მისცა, ფართოდ დანერგოს და საბავშვო ბაღის ასაკიდან დაიწყოს ბავშვების კომპიუტერული განათლება;
  • სასკოლო ვებ–გვერდის მეშვეობით მშობელს საშუალება აქვს მუდმივი კავშირი ჰქონდეს სკოლასთან. ელექტრონული დღიურისა და მაგთის 7777 ოპერატორის მეშვეობით ოპერატიულად მიიღოს სრული ინფორმაცია შვილის აკადემიური მოსწრებისა და შემოქმედებითი წარმატებების შესახებ;
  • 700 ადგილიან სასადილოში მოსწავლეები და თანამშრომლები უზრუნველყოფილი არიან უფასო კვებითა და ასევე კაფეტერიის მომსახურებით.
  • მოსწავლებსა და პედაგოგებს ემსახურება სკოლის სატრანსპორტო საშუალებები;
  • კლასში არის არაუმეტეს 12-15 მოსწავლისა;
  • სკოლამდელი აღზრდის ცენტრი 3 წლიდან იღებს ბავშვებს.

IB სადიპლომო პროგრამა

  • 2009 წლის 9 დეკემბერს "ევროპულმა სკოლამ" საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის ავტორიზაცია მოიპოვა;
  • საერთაშორისო ბაკალავრიატის მსოფლიო სკოლა (IB World School) მსოფლიოში უკვე აპრობირებული მოდელია, უნიკალური წინასაუნივერსიტეტო კურსი XI და XII კლასელებს სთავაზობს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას;;
  • ამჟამად ევროპულ სკოლაში IB DP და MYP და PYP პროგრამით სწავლობს 120 მოსწავლე.

"ევროპული სკოლის" პედაგოგიური კონცეფცია

სკოლის დირექტორი – ნანა მოსიძე:

ჩვენი მიზანია, აღვზარდოთ ინტელექტუალური, მაღალი ზნეობისა და გამოკვეთილი მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე სრულყოფილი პიროვნებები.

შევუქმნათ ბავშვებს შესაფერისი პირობები, რათა სკოლის კედლებშივე შეიძინონ ის უნარები, რომლბიც საჭიროა თვითგანათლებისთვის და პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის.

ჩვენი გზა არის ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული ახალი გზა ევროპისკენ”.

მსოფლიო ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ სივრცეში ინტეგრირებული ქვეყნის განათლებული მოქალაქის აღზრდა, რომელიც:

  • არის კონკურენტუნარიანი როგორც თავისი ქვეყნის, ასევე მსოფლიოს შრომის ბაზარზე;
  • ეფექტურად ითავსებს თანამედროვე ტექნოლოგიებს და ახალ ინფორმაციას მუდმივად ცვალებად სამყაროში;
  • პატივს სცემს და ითვისებს ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივ, მორალურ და კულტურულ ფასეულობებს;
  • სრულყოფილად ფლობს თვითგანათლებისთვის საჭირო უნარებს.

ჩვენი სტრატეგია

ჩვენ ვცდილობთ, მივცეთ მოსწავლეებს აკადემიური ცოდნა და ამასთან, განვუვითაროთ ბავშვებს თანაედროვე სამყაროში ადაპტაციის საჭირო უნარები:

  • კრიტიკულად მიუდგეს მიღებულ ინფორმაციას;
  • ჩამოუყალიბდეს დამოუკიდებელი ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • დამოუკიდებლად მიიღოს ადაწყვეტილება და გააკეთოს სწორი არჩევანი.

ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები

ჩვენ ვცდილობთ მოსწავლეებს ჩავუნერგოთ:

  • სიყვარული და კეთილგანწყობა გარშემომყოფთა მიმართ;
  • სურვილი მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომელშიც უპირატესობა უნდა მიენიჭოს მარადიულ ღირებულებებს: ურთიერთპატივისცემას, თანაგრძნობას, უანგარობას, პატიოსნებას;
  • შეგრძნება იმისა, რომ მიზნის მისაღწევად აუცილებელია დიდი შრომა, მონდომება;
  • გვსურს ჩვენმა მოსწავლეებმა ზედმიწევნით იცოდნენ ადამიანის უფლებები, მაგრამ ყოველთვის ახსოვდეთ თავიანთი მოვალეობები ოჯახის, სკოლის, საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე პატივი სცენ კანონს;
  • გვსურს მოსწავლეებში განვავითაროთ და დავამკვიდროთ და დავიმკვიდროთ სიამაყის განცდა საკუთარი თავის, ოჯახის, სკოლის, სამშობლოს მიმართ.

აღმზრდელობითი მიდგომები

აღმზრდელობითი მუშაობის ძირითადი პრინციპები

  • მოსწავლეების აღზრდა უნდა ხდებოდეს პროფესიონალი პედაგოგების მიერ, რომლებიც პასუხს აგებენ საკუთარი მუშაობის ხარისხზე, ზრუნავენ იმაზე, რომ თითოეულმა მოსწავლემ სრულად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები;
  • პედაგოგებმა უნდა მისცენ ბავშვებს საფუძვლიანი ცოდნა, განუვითარონ დამოუკიდებელი მუშაობის, ორგანიზებულობის, საკუთარი ძალების რწმენის უნარები;
  • აღზარდონ მოწესრიგებული მოსწავლე, რომელიც პასუხისმგებელია, როგორც საკუთარი თავის, ასევე საზოგადოების წინაშე;
  • პედაგოგები სიყვარულითა და პატივისცემით უნდა განეწყონ ბავშვის მიმართ, გაითვალისწინონ მისი ასაკობრივი სირთულეები და პრობლემები, დაეხმარონ მათ დაძლევაში.

ჩვენ ვისწრაფვით იმისკენ, რომ "ევროპული სკოლის" კურსდამთავრებული ფლობდეს:

  • ღრმა ცოდნას;
  • თვითგანათლების ჩამოყალიბებულ უნარებს;
  • ინფორმაციის დიდ ნაკადში ორიენტირების უნარს;
  • გაცნობიერებულ დამოკიდებულებეს თავის მომავალთან;
  • გუნდში მუშაობის უნარს;
  • მაღალი დონის ზოგად კულტურას;
  • თავისუფლად უცხო ენებს;
  • ოპონენტის აზრისადმი კეთილგანწყობილ დამოკიდებულებასა და საკუთარი აზრის არგუმენტირების უნარს.

ჩვენი კერძო სკოლა პრინციპულად არ მონაწილეობს კომერციულ რეიტინგებში. ჩვენ ვთვლით, რომ განათლების ხარისხის მთავარი მაჩვენებელია დამოუკიდებელი ტესტირების შედეგები, რომლებიც სისტემატურად ტარდება სკოლაში და მოსწავლეთა მონაწილეობა და მათი წარმატებები საგნობრივ ოლიმპიადებში.