ევროპული სკოლის კიდევ ერთი აღიარება!

EDU Certificateბრიუსელიდან მივიღეთ სასიხარულო ცნობა: კავკასიაში პირველმა - „ევროპულმა სკოლამ“ სამთავრობათაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაციის - „EDU“-ს აკრედიტაცია მიიღო!

მიღებული სერტიფიკატის მიხედვით, ევროპული სკოლა აღიარეს როგორც მაღალი სტანდარტების მქონე მსოფლიო სკოლა.

გილოცავთ ყველას, ეს საერთო წარმატებაა, რომელიც ყველას გვეკუთვნის!

ევროპულს სკოლაში შემომსვლელი მოსწავლეების საყურადღებოდ!

2012-2013 სასწავლო წელს ევროპულ სკოლაში სწავლის მსურველები სკოლაში ჩაირიცხებიან ინგლისურსა და მათემატიკაში ტესტირების შედეგად. გთავაზობთ მატემატიკის ტესტების ნიმუშებს სხვადასხვა კლასებისთვის.

V კლასიVI კლასიVII კლასიVIII კლასი

IX კლასიX კლასიXI კლასი XII კლასი

სიახლეები

მოსწავლეთა გამოფენა

პარასკევს, 23 დეკემბერს, დღის 2:00 საათზე IV კლასელები გიწვევთ გამოფენაზე ”ყველაფერი ყირამალა”.

ინგლისური ენის კათედრა

გამოქვეყნებულია: 23 December 2011 /

დაწყებითი კლასების ნამუშევრების გამოფენა

ხუთშაბათს, 22 დეკემბერს ევროპული სკოლის დაწყებითი განათლების კათედრის დერეფანში გაიმართება მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. რომელზეც წარმოდგენილი იქნება მოსწავლეთა მიერ შექმნილი აპლიკაციები და ნახატები.

გთხოვთ მობრძანდეთ!

გამოქვეყნებულია: 22 December 2011 /

თეატრალური სტუდიის წარმოდგენა

16 დეკემბერს, ევროპული სკოლის თეატრალურის სტუდიის აღსაზრდელები გამართავენ წარმოდგენას Love, Love, Love.

სტუდიის მხატვრული  ხელმძღვანელი და რეჟისორია მსახიობი ლიკა ქობულაძე

გამოქვეყნებულია: 16 December 2011 /

საბავშვო კინოსტუდიის გახსნა

ოთხშაბათს, 14 დეკემბერს, 15:00-ზე ევროპული სკოლის საკონფერენციო დარბაზში /4-2/ გაიმართეება “საბავშვო კინოსტუდიის” – პრეზენტაცია, რომელზეც წარმოდგენილი იქნება 2 ფილმი:

საბავშვო კინოსტუდიის აფიშა

ვრცლად ღონისძიების შესახებ

გამოქვეყნებულია: 14 December 2011 / ვრცლად »

ელექტრონული წიგნის პრეზენტაცია

ორშაბათს, 15:30-ზე, ევროპული სკოლის ბიბლიოთეკაში გაიმართება წიგნების ელექტრონული მაღაზიის www.lit.ge-სა და იოტა რიდერის პრეზენტაცია.

გამოქვეყნებულია: 11 December 2011 /

მოსწავლეთა საქველმოქმედო აქცია

9 დეკემბერს “ევროპულ სკოლაში” ტარდება საქველმოქმედო აქცია 

რასაცა გასცემ შენია...

ამ დღეს მოსწავლეები ეწვევიან ქ. რუსთავის ინტეგრირებულ სკოლა-ბაღს “ბალავარს”, საქართველოს საპატრიარქოს, მოხუცებულთა სახლს ”კათარზის”, ბავშვთა სახლს “კარიტასს” და რამდენიმე უმწეო ოჯახს.

გამოქვეყნებულია: 09 December 2011 /
|< < 45678910111213 > >|