და ენაჲ ესე, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა

ქართულის კვირეული

22-25 აპრილს ევროპულ სკოლაში გაიმართება ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ღია კვირეული

ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეულის პროგრამა

22 აპრილი

  1. კვირეულის გახსნა
  2. ღია გაკვეთილი „იოსების სასამართლო“ - IX ბ კლასი,  III გაკვეთილი, მასწავლებელი მაია ინასარიძე.
  3. „ჩვენი დავით კლდიაშვილი“ - თამაზ კვაჭანტირაძის ლექცია X –XII კლასელებისათვის.
  4. სასკოლო წერა თემაზე - „ჩემი ევროპული ფასეულობები“.
  5. „ჩვენი საუკეთესო პრეზენტაციები“ - მერვე კლასის მოსწავლეების პრეზენტაციები,VII გაკვეთილი.მასწავლებელი რუსუდან ბრეგაძე.

23 აპრილი

  1. ღია გაკვეთილი „პიროვნების თავისუფლების საზღვრები” - X კლასი, IV გაკვეთილი, მასწავლებელი ნათია ნარეკლიშვილი.
  2. ღია გაკვეთილი „უძღები შვილის დაბრუნება“ - VIII ა კლასი, მეექვსე გაკვეთილი, მასწავლებელი რუსუდან ბრეგაძე.
  3. „საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ“ - V-VI  კლასის მოსწავლეთა ლიტერატურული კომპოზიცია, ხელმძღვანელი მელანო ილურიძე. 14 სთ. 30წთ.

24 აპრილი

  1. VII ბ კლასის მოსწავლეთა ჟურნალის სპეციალური ნომრის პრეზენტაცია, I  გაკვეთილი, ხელმძღვანელი მაია ინასარიძე.
  2. მკითხველის თეატრი უმცროსკლასელებისათვის „წიქარა“ - VII ა კლასის მოსწავლეების მონაწილეობით. ხელმძღვანელი თამარ ცაგარელი. დასაწყისი 10:45 სთ.ზე  მესამე გაკვეთილზე- სააქტო დარბაზი.
  3. სადიპლომო პროგრამის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეთა მინისპექტაკლები „მინიატურა თემაზე...“ - V გაკვეთილი, მასწავლებლები თამარ ლომიძე და თეკლას ბერაძე; IB ბიბლიოთეკა.

25 აპრილი

  1. ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებაში (ბოტანიკურ ბაღში) – „ჩემი ქვეყნის ოქროყანა“ – მასწავლებლები მელანო ილურიძე და ანა ახმეტელი, IV- VI  გაკვეთილები.
  2. შეხვედრა მწერალ დათო ტურაშვილთან - ხელმძღვანელი თეკლა ბერაძე - IB საკონფერენციო დარბაზი - VI სართული.
  3. კვირეულის დახურვა.

გთხოვთ მობრძანდეთ

გამოქვეყნებულია: 2013-04-21 22:29:48