საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამაში (მე–11 კლასი) მიღების პროცედურები

ძვირფასო  კონკურსანტებო,

მადლობას მოგახსენებთ საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის მისაღებ კონკურსში მონაწილეობისთვის.

სადიპლომო პროგრამა (DP) მეტად საინტერესო და პერსპექტიული პროგრამაა, თანაც აკადემიურად საკმაოდ რთული.  სწავლება და შეფასება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.  DP საშუალებას გაძლევთ, ჩამოყალიბდეთ იმ ტიპის სტუდენტად, რომელიც მისაღებია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისთვის– სტუდენტად, რომელმაც იცის, როგორ ისწავლოს, აქვს დროის განაწილების უნარი, აცნობიერებს პრიორიტეტებს, აქვს შემოქმედებითი, ანალიტიკური აზროვნება და შეუძლია, დააბალანსოს საკუთარი ქმედებები.

ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, თითოეულ ახალგაზრდას მივცეთ ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა, თუმცა კონკურსის შედეგების მიხედვით,   ჩაირიცხებიან მხოლოდ საუკეთესონი! 

  კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ მიღების გარკვეული პროცედურები:

·        წარმოადგინონ მოკლე სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)

·        გაიარონ ტესტირება ინგლისურში

·        ჩააბარონ გამოცდა მათემატიკაში

·        გაიარონ გასაუბრება (ინგლისურ ენაზე)

 დამატებით, სკოლიდან უნდა წარმოადგინოთ    პირადი საქმე.

 მისაღები გამოცდების განრიგი: 

 

0930, ხუთშაბათი, 19აპრილი 2012

მათემატიკის გამოცდა

0930, პარასკევი, 20აპრილი 2012

ინგლისურის გამოცდა

1000, ორშაბათი, 18ივნისი 2012

მათემატიკის გამოცდა

1000, სამშაბათი, 19ივნისი 2012

ინგლისურის გამოცდა

1000, ხუთშაბათი, 30აგვისტო 2012

მათემატიკის გამოცდა

1000, პარასკევი, 31აგვისტო 2012

ინგლისურის გამოცდა

დაგვიანებით შემოსული განცხადებები განიხილება პირობების გათვალისწინებით. 

 

 სამოტივაციო წერილი უნდა  გამოგზავნოთ გამოცდების დაწყებამდე მინიმუმ ორი დღით ადრე.

ინტერვიუ შედგება შეთანხმებულ დროს ერთ–ერთი ჩაბარებული გამოცდის შემდეგ.

 რა მოგეთხოვებათ ?

ყურადღებით გაეცანით ქვემოთ ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს.

 სამოტივაციო წერილი

ჩაბარების ვადებიპირველ გამოცდამდე ორი დღით ადრე უნდა გადაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით მისამართზე r.thorn@europeanschool.com

 წერილი უნდა  შედგებოდეს სამი ნაწილისგან  (დაახლოებით 600 სიტყვა):

ნაწილი 1 (დაახლოებით400 სიტყვა): დაახასიათეთ თქვენი პიროვნება  ცოდნის მაძიებლის კუთხით, სკოლაში და სკოლის გარეთ; გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები და გაგვაცანით ამ გეგმების განხორციელების გზები.

ნაწილი 2 (დაახლოებით100 სიტყვა): გამოყავით რაიმე სოციალური საკითხი (ლოკალური/რეგიონალური/გლობალური მნიშვნელობის).  აღწერეთ, თუ რა ღონისძიებებს გაატარებდით თქვენ, როგორც სტუდენტი, სიტუაციის გასაუმჯობესებლად, პრობლემის გადასაჭრელად.

ნაწილი 3 (დაახლოებით 100 სიტყვა): თემატიკაზე „წყალი“ ჩამოაყალიბეთ შეკითხვა და მოკლედ აღწერეთ პრაქტიკული კვლევა, რომელსაც განახორციელებდით ერთ–ერთი მეცნიერების (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა) კუთხით.

 მათემატიკის გამოცდა– მისი დახმარებით გამოიკვეთება სტუდენტის უნარები მათემატიკაში.  გამოცდის ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი.  იხილეთ ტესტის ნიმუში და დამხმარე მასალები  (გააქტიურდება 9 აპრილისთვის).

 ინგლისური ენის გამოცდა– შემოწმდება ინგლისურის ცოდნა –წერის და კითხვის უნარებილექსიკური მარაგი და გრამატიკის ცოდნაგამოცდის ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი

 ინტერვიუები დაიწყება 12:00 საათზე საგამოცდო პერიოდში.

ინტერვიუს თარიღი წინასწარ შეთანხმებული იქნება კონკურსანტთან.

 ერთ–ერთი გამოცდის შემდეგ შედგება ოც წუთიანი ინტერვიუ ( ინტერვიუს ჩატარების დრო დაზუსტდება შევსებული სააპლიკაციო ფორმის მიღებისთანავე). ინტერვიუ მოგვცემს საშუალებას, დავინახოთ, თუ როგორ გადმოსცემთ სამოტივაციო წერილში ჩამოყალიბებულ აზრებს ,სწავლისადმი თქვენს მიდგომას, თუ როგორ მსჯელობთ საკითხებზე, რომლებიც გამოიკვეთება მათემატიკის საგამოცდო ნაშრომის განხილვისას.

 ჩვენ მიერ შემოთავაზებული კონკურსის პირობები დაგეხმარებათIB სადიპლომო პროგრამაში ორიენტირებასა და სამომავლო გეგმების უკეთ აღქმაში.

გვსურს, მიიღოთ  ჩვენს სკოლაში წარმატების მიღწევის სიამოვნება! 

ჩვენი მიზანია, მოვიძიოთ არა ინგლისურის და მათემატიკის სრულყოფილად მცოდნე სტუდენტები, არამედ  ისეთი მოსწავლეები, რომლებიც თვითდისციპლინირებულობით, შემოქმედებითი მიდგომით და ცოდნის ძიებით მიაღწევენ წარმატებას.

ვაცნობიერებთ, რომ გამოცდის თანმდევი სტრესფაქტორის გამო სტუდენტებმა შეიძლება, ვერ აჩვენონ საუკეთესო შედეგები მათემატიკაში. სწორედ ამიტომ ვითვალისწინებთ მათ უნარებს ზემოთ აღწერილ მიმართულებებში.

მიღება მე-12 კლასში

თუ სხვა სკოლის სადიპლომო პროგრამის სტუდენტს აქვს ევროპული სკოლის სადიპლომო პროგრამის მე-12 კლასში გადმოსვლის სურვილი, სკოლას კი აქვს სასურველი საგნების შეთავაზების შესაძლებლობა, მოსწავლის  მიღება მოხდება გასაუბრების შემდეგ. 

 

 თუ საჭიროებთ დახმარებას და გაქვთ შეკითხვები მიღების პროცედურებთან დაკავშირებით , გთხოვთ მიმართოთ:

 ქეთი მაღლაკელიძესადიპლომო პროგრამის კოორდინატორი

Email: kate.maglakelidze@europeanschool.ge

ტელეფონი: (+995 32) 239 54 17   (+995 32) 239 59 64